საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი
|
მაია კოპალეიშვილი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ,,ფიქრნი მტკვრის პირას".
|
გაკვეთილის ტიპი
|
ჯგუფური
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ლექსში დასმული პრობლემის გააზრება-დაკავშირება
თანამედრო-ვეობასთან; ნაწარმოების კომპოზიციაზე: მხატვრულ და ენობრივ მხარეზე დაკვირვება;
პრეზეტნაციისა და ინფორმაციული ტექნო-ლოგიების გამოყენების უნარების განვითარება;
პრობლემის მი-მართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მიზნები და შედეგები/სტანდარტები
|
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის
მოსმენა
და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,
გააანალიზოს და შეაფასოს
ტექსტები
(მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვე-
ულ თვალსაზრისს
ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების
მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
ქართ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი
სტრატეგი-
ების
გამოყენება.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ
საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი შეფასება; დისკუსიის შეფასების რუბრიკა; ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსი
|
ვ.როდონაია - ,,ქართული ენა და ლიტერატურა", VIII კლასი გამომცემლობა
,,სწავლანი".
თაბახის ფურცლები, კომპიუტერი და პროექტორი.
|
წინასწარი ცოდნა
|
პოეზიის საგანი; სამშობლოს ბედი პოეზიაში.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხი-1წთ
მოსწავლეების სხედან ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების
გათვალისწინებით
I ფაზა(A) - გამოწვევა.
აქტივობა 1. მინილექცია (5 წთ)
მოკლე საუბარი ზოგადად რომანტიზმისა და, კერძოდ, ქართული რომან-ტიზმის
- როგორც ,,ოცნების პოეზიის" შესახებ. რომანიტკოსთა უმთავრესი სატიკივარი სამშობლოს
ბედი- დამოუკიდებლობის დაკარგვა; აქედან გამომდინარე, რა მისია აკისრია ადამიანს,
რაარის მისი დანიშნულება?
II ფაზა(B) - ტექსტზე მუშაობა.
აქტივობა 2.მხატვრული კითხვა(3წთ)
მოსწავლეები ისმენენ ლექსს ,,ფიქრნი მტკვრის პირას" (კითხულობს
გურამ საღარაძე)
აქტივობა 3. კითხვა-პასუხი(5წთ)
მოსწავლეები სახელმძღვანელოდან
ეცნობიან მასალას, ლექსის კომპოზიციას და
პასუხობენ კითხვაზე: რა არის ლექსში გადმოცემული - პოეტის ლირიკული განცდბი თუ განსჯა
და ფიქრი?
აქტივობა4. ჯგუფური მუშაობა(10წთ)
კლასი იყოფა 5 ჯგუფად, თითოეულ
ჯგუფს პროექტორით მიეწოდება კითხვები გააზრებისათვის:
I ჯგუფი: რატომ მიაშურა სევდიანმა პოეტმა ბუნების წიაღს?
რას ნიშნავს
ბუნება პოეტისათვის?
II ჯგუფი: რა კითხვას სვამს პოეტი?
რისი პასუხის
მიღებას ცდილობს იგი?
III-IV ჯგუფები: რა არგუმენტები მოჰყავს პოეტს?
რა დასკვნისკენ გვიბიძგებენ ისინი?
V ჯგუფი: მიიღო თუ არა პოეტმა
დასმულ კითხვაზე პასუხი?
რა დასკვნა
გამოაქვს პოეტს?
III ფაზა(C) - პრეზენტაცია(5წთ)
ჯგუფები დამუშავებული ტექსტისა და კითხვების საფუძველზე წარმოადგენენ
პრეზენტაციას.
IV ფაზა(D) - დისკუსია
აქტივობა5. გონებრივი იერიში(8წთ)
სადისკუსიო თემა: რამდენად გამომდინარეობს პოეტის მიერ გამოტნილი
დასკვნა მსჯელობიდან და რას ემყარება იგი?
|
საშინაო დავალებად
|
თხზულება თემაზე- ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა
ჩემი ერის ცხოვრებაში.
|
მოსწავლეთა შეფასება კომენტარებით
|
შეფასების რუბრიკების მიხედვით
4 წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment